ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო, შემეცნებითი და საინფორმაციო ხასიათის აქტივობებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაეცნენ დიდი საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას, ისაუბრეს მის ღვაწლზე ქართველი ერის წინაშე.
მოსწავლეებმა მრავალფეროვნად გააფორმეს სასკოლო სივრცე, მოამზადეს პრეზენტაციები მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს.
„შენ უკვდავი ხარ, ვიდრე ეს მთები
გადიქცევიან ფერმკრთალ ღრუბლებად,
ვიდრე მიწას მზე არ შესძულდება,
და საქართველოს...თავისუფლება“, - ილიას ეს სიტყვები ლაიტ-მოტივად თანსდევდა ღონისძიებას, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ხელმძრვანელი მართა ნებაძე გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: