ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, თავიანთი დამრიგებელთან ერთად, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა მწერლის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ მათ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებიდან არაერთი ნაწარმოები აქვთ შესწავლილი.
მათ სასკოლო საზოგადოებას სპექტაკლი მოთხრობის - „კაცია ადამიანი?!“ მიხედვით წარუდგინეს. მოსწავლეებმა გაითამაშეს ის მონაკვეთი, სადაც ლუარსაბი და დარეჯანი ბუზებზე კამათობენ. გარდა ამისა, მეათეკლასელებმა თათქარიძეების სახლ-კარის მაკეტიც დაამზადეს.
იხილეთ ფოტოები: