ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლას, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე პოლონეთიდან სტუმრები ეწვივნენ.
სკოლაში, სტუმრად იმყოფებოდნენ პოზნანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ასევე პოზნანის 6 საჯარო სკოლის დირექტორები. მათ სასკოლო საზოგადოების წევრებთან საინტერესო შეხვედრა ჩაატარეს.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი, მისი მოადგილეები და მოსწავლე-მასწავლებლები, განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის სამომავლო გეგმები, გაცვლითი პროგრამების ორგანიზება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.
როგორც გვიყვებიან, ვიზიტის ფარგლებში, აპრილის თვეში დაიგეგმა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მორიგი ვიზიტი პოლონეთში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა, როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა მოტივაციის ამაღლებას და მათ მრავალმხრივ განვითარებას.
იხილეთ ფოტო: