ფიროსმანის საჯარო სკოლის გოგონათა საფეხბურთო გუნდმა ოქროს თასი მოიგო
14-06-2018
ფიროსმანის საჯარო სკოლის გოგონათა საფეხბურთო გუნდმა „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ პროექტში - „სპორტი ბარიერების გარეშე“ წარმატებით იასპარეზა. სკოლის აღსაზრდელებმა ოქროს თასი მოიგეს და მედლებით დაჯილდოვდნენ.
გოგონათა გუნდი სკოლის V-VI-VII-VIII-IX კლასების მოსწავლეებით არის დაკომპლექტებული. გუნდს სპორტის მასწავლებელი ანზორ ბოლქვაძე წვრთნის.
სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. იხილეთ ფოტოები