ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, უჩმანის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს, აღსაზრდელებმა მიიღონ საგნობრივი ცოდნა და იმავდროულად, სხვადასხა ინტელექტუალურ აქტივობაში ჩართულობით გაიფართოვონ თვალსაწიერი.
ახლახან უჩმანის საჯარო სკოლაში ჩატარდა სახალისო ვიქტორინა სახელწოდებით - „პატარა მათემატიკოსი“.
აქტივობაში ჩართულები იყვნენ III-IV კლასების მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს ზუსტი მეცნიერების უკეთ ცოდნაში შეეჯიბრნენ.
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლისთვის ვიქტორინაში მონაწილეობა ნამდვილი დღესასწაული აღმოჩნდა - მაქსიმალურად გამოვალინეს საკუთარი შესაძლებლობები და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს წინ მომავალი წარმატებებისკენ.
იხილეთ ფოტოები