ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, უჩმანის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას.
აქვე შეუძლებელია არ აღინიშნოს სასკოლო საზოგადოების განსაკუთრებული მზრუნველობა დაწყებითი, განსაკუთრებით კი პირველი კლასის მოსწავლეების მიმართ, რომლებმაც ეს-ესაა შეაბიჯეს ცოდნის ტაძარში და იწყებენ მოგზაურობას ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში.
ახლახან უჩმანის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ასო-ბგერა „ა“-ს სწავლებას მიუძღვნეს და რომლის მთავარი შემოქმედები პირველკლასელები გახლდნენ, პირველ მასწავლებელთან ერთად.
ღონისძიებისთვის საგანგებოდ მორთეს საკლასო ოთახი, დამსწრე საზოგადოებას საინტერესო, შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზეს და მშობლიური სკოლის ისტორიის კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი დაწერეს, რომელიც ყოველთვის ემახსოვრებათ.