ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მეტად საინტერესოდ მიმდინარეობს.
ამჯერად, მორიგი შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილი მე-4 კლასში ჩატარდა. მისი თემა ნონა არევაძე-კოდორაშვილის მოთხრობა - „მეგობრები“ გახლდათ.
ბავშვებმა როლური თამაშები შეასრულეს, გაზეთი დაამზადეს და პლასტელინისგან მწერების მოდელები შექმნეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და იხალისეს.
გაკვეთილი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - გუანნა მკოიანისა და კონსულტანტ მასწავლებლის - თამილა კობიაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: