ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთი ცოდნა ფართო ასპარესზე წარმოაჩინონ.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“, შემოდგომოს სეზონის, შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ტურში დაწყებითი საფეხურის გუნდები მონაწილეობდნენ, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი უნარები წარმოაჩინეს და ერთმანეთს ცოდნაში შეეჯიბრნენ.
სკოლაში თამაშის კოორდინატორები: ნათია ჭაღალიძე და ქეთევან ზოიძე იყვნენ.
იხილეთ ფოტოები: