სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც მომავალი თაობის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ერთ-ერთი მათგანი სპორტისა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი დემურ შეროზია გახლავთ. მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ.
სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის - ელისო შურღაიას ინიციატივით მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია - „განათლების ელჩები“ ჩატარდა. მისი მიზანი მასწავლებლთა ღვაწლის დაფასება გახლდათ.
უშაფათის საჯარო სკოლიდან კი, მადლობის სიგელით სწორედ სპორტისა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი - დემურ შეროზია დაჯილდოვდა.
„ვულოცავთ ბატონ დემურს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას კარიერულ გზაზე“,- ამბობენ სკოლაში.