ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს: მაქი გახარიას, მილედი ცირამუას, გოგი გულუას, საბა ცირამუას, დავით პაპავას, საბა და გიორგი გახარიებს და ანდრია გაბედავას საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
აღნიშნული კომპიუტერები მოსწავლეებს ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა - ლელა კვირტიამ გადასცა, რომელიც სკოლას ეწვია.
სტუმარმა სკოლას ასევე, 6 პროექტორი უსახსოვრა.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
„წარმატებები ყველა ღირსეულ მოსწავლეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო