სენაკის N1 სკოლის მე-4 კლასის მასწავლებელმა ალმირა ბოკუჩავამ ჩაატარა ღონისძიება „მასწავლებელი ცოდნის ლამპარი“.
საინტერესოდ დაგეგმილ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოთქვეს ქართველ მოაზროვნეთა გამონათქვამები.
შეიქმნა ფერადი ქაღალდებით აპლიკაციები და მოსწავლეებმა დაწერეს თავიანთი სურვილები მასწავლებელზე, შემდეგ კი მორთეს „სიყვარულის ხე“.
იხილეთ ვიდეო