ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
იქ, ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია და შემოქმედება განიხილეს. აქტივობა მასწავლებელ მარინე ირიციანის ხელმძღვანელობით გაიმართა.
მოსწავლეებმა დიდი ქართველის შესახებ ისაუბრეს, სიტყვა წარმოთქვეს და საქართველოს წინაშე ილია ჭავჭავაძის ღვაწლზე ისაუბრეს.
ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
8 ნოემბერს, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი გავიდა.
იხილეთ ვიდეო: