ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი ღონისძიებებით აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში ილია ჭავჭავაძის იუბილისადმი მიძღვნილი ხატვის კონკურსი გაიმართა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, ფანტაზიას მოუხმეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს. მათი ნამუშევრები საინტერესო და მრავალფეროვანი გახლდათ.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ბოიგრაფია და შემოქმედება გაიხსენეს.
8 ნოემბერს, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები: