ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში უმნიშვნელოვანესი სიახლეა - საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლის - ზაზა ჩხაიძის სახელი მიენიჭა.
ზაზა ჩხაიძე 1993 წლის 2 ივლისს სოფელ ტამიშთან დესანტის გადმოსხმის დროს დაიღუპა. ის ამავე სკოლის კურსდამთავრებული გახლდათ.
„ჩვენი სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა, რადგან სკოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული, ახალგაზრდობისთვის მაგალითის მიმცემი, ამავე სკოლის აღზრდილი - ზაზა ჩხაიძის სახელი მიენიჭა“,- ამბობენ სკოლაში.