ზაზა ჩხაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა განათლებასა და მათ ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდაზე ზრუნავენ.
ახლახან, სკოლაში, ტოლერანტობის კვირეული გაიმართა. მის ფარგლებში კი, ნახატების კონკურსი - „სამყარო ძალადობის გარეშე“ მოეწყო.
მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შეასრულეს და ნახატების პრეზენტაცია გამართეს. აღსანიშნავია, რომ მათ საკუთარი თვალით დანახული ძალადობის სახეები განიხილეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსის მონაწილეები ჟიურიმ სამახსოვრო სუვენირებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები: