ბიოლოგიის გაკვეთილი მოდელირების მეთოდის გამოყენებით და აქტიური მე-9 კლასელები დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლიდან
11-11-2024

დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, ასეთი მრავალფეროვანი ბიოლოგიის გაკვეთილი იყო, რომელიც სკოლის მე-9 კლასში პედაგოგმა - დარეჯან გაზდელიანმა ჩაატარა.

გაკვეთილის თემა „ენდოკრინული სისტემა, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები და ჰორმონები“ გახლდათ.  საგაკვეთილო პროცესში, მასწავლებელმა მოდელირების მეთოდი გამოიყენა.

მოსწავლეებმა თემის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები განახორციელეს. აქტივობების შესასრულებლად მათ გამოიყენეს ჰაეროვანი პლასტელინი, წებო, მუყაო, მარკერები.

მოდელირებით სწავლება, მოსწავლეთათვის ძალიან დასამახსოვრებელი და საინტერესო აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203