თბილისის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.
2 ნოემბერს განვლილი მასალის განმტკიცებისა და გააზრების მიზნით, X ბ კლასმა იმოგზაურა V და VIII საუკუნეების საქართველოში.
„მოსწავლეებმა მოილოცეს შუშანიკის საფლავი, აბო თბილელის თავის კვეთისა და დაწვის ადგილები“, - გვიყვებიან სკოლაში.
საგნის მასწავლებელი ნატალია იმერლიშვილი, ხოლო კლასის დამრიგებელი მაია ხარაიშვილი გახლდათ.
მოსწავლეთა შთაბეჭდილებები როგორც სკოლაში გვიყვებიან, იყო უსაზღვრო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: