გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დიდი მონდომებითა და ხალისით დაიწყეს.
მათ „ანბანეთის“ საოცარ სამეფოში იმოგზაურეს, პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ და შეისწავლეს.
მოსწავლეებს ეს მნიშვნელოვანი დღე სკოლაში დაუვიწყარ ზეიმად უქციეს. მათ საინტერესო და სახალისო თემატური აქტივობები შესთავაზეს და დღე გაულამაზეს. აღსანიშნავია, რომ პატარებმა ყველა აქტივობა ხალისით შესასრულეს და ასო-ბგერებიც გამოწერეს.
დღემ ძალიან ნაყოფიერად და სასიამოვნოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: