ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პროექტი ხორციელდება
14-06-2018
ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში სლოგანით „მეგობრობა გზად და ხიდად“ კლუბ „მომავლის ევროპელების“ წევრებმა ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს.
პროექტი ზუგდიდის მერიისა და რესურსცენტრის თანადგომით, პედაგოგი ცირა გულუას ხელმძღვანელობით განხორციელდა.
პროექტის მიზანი ჩიბათის საჯარო სკოლისა და ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეების დამეგობრება, სკოლებს შორის ურთიერთობა და ერთობლივი პროექტების დანერგვა იყო.
პროექტის ფარგლებში სკოლებს შორის მეგობრული სპორტული შეჯიბრებები გაიმართა და 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ მოსწავლეებთან საინტერესო და სახალისო აქტივობები ჩაატარა.
დღის ბოლოს მოსწავლეებმა სამება ჯიხეთის დედათა მონასტერი მოილოცეს.