თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.
I კლასში, პედაგოგ დალი ზუროშვილის ხელძღვანელობით, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება ჩატარდა, რომელიც გვიან შემოდგომას მიეძღვნა.
საკლასო გარემო შემოდგომის ნობათითა და წითელ-ყვითელი ფოთლებით იყო გაფორმებული, რაც დამსწრე საზოგადოებას საზეიმო განწყობას კიდევ უფრო უმაღლებდა.
პატარებმა ბარაქიან შემოდგომაზე დიდი ხალისით ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს და იმღერეს. ღონისძიება თათარის მომზადებით დასრულდა. მოსწავლეებმა ჩურჩხელები ამოავლეს, რამაც პატარები უფრო მეტად გაახალისა.
იხილეთ ფოტოები: