ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღნიშნეს. თარიღთან დაკავშირებით, იქ მწერლისა და პუბლიცისტის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
აღნიშნულ ღონისძიებაში VI-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ შექმნეს პლაკატები, ისაუბრეს დიდი ქართველი პოეტის შემოქმედებაზე და მისი ლექსები როგორც ქართულ, ისე სომხურ ენებზე წაიკითხეს.
აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: