ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, იქ, ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა“ გაიმართა. ის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - ანა შვანგირაძის (მეათე კლასი), ლილი მელქაძის (მეცხრე კლასი) და მანანა კაკაბაძის (მერვე კლასი) ხელმძღვანელობით მოეწყო.
მოსწავლეებმა დიდი მწერლის შემოქმედებაზე ისაუბრეს, განიხილეს ავტორის ცხოვრებისეული გზა და იდეოლოგია. გარდა ამისა, მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია საზოგადო მოღვაწის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, წუთიერი დუმილით, საამაყო ქართველს, ერის მამას - დიდ ილია ჭავჭავაძეს პატივი მიაგეს.
იხილეთ ვიდეო: