ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი ღონისძიებებით აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში ილია ჭავჭავაძის იუბილისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო - „ილია - თანამდევი უკვდავი სული“ ჩატარდა.
სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით. საღამომ საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა. მათ დიდი ქართველის შესახებ ისაუბრეს, მისი ბოიგრაფია და შემოქმედება გაიხსენეს. მოსწავლეებმა სიტყვა წარმოთქვეს და ჩვენი ქვეყნის წინაშე ილია ჭავჭავაძის ღვაწლზე ისაუბრეს.
ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: