ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები კი მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
აღსანიშნავია, რომ იქ მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი ღონისძიებებით აღინიშნება.
ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღნიშნეს. ისინი აქტივობებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნანა აბულაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
მათ დიდი ქართველის შესახებ ისაუბრეს, მისი ბოიგრაფია და შემოქმედება გაიხსენეს, სიტყვა წარმოთქვეს და ჩვენი ქვეყნის წინაშე ილია ჭავჭავაძის ღვაწლზე ილაპარაკეს.
ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: