ზაზა ჩხაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ახლახან, მე-4ბ კლასის მოსწავლეები შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ.
მათ თემატური ბროშურები დაამზადეს და პრეზენტაცია - „შავი ზღვის მნიშვნელობა“ გამართეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გაიაზრეს, რა მნიშვნელობა აქვს შავ ზღვას საქართველოსთვის და ისაუბრეს იდეებზე, როგორ უნდა დავიცვათ ზღვა.
დღემ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: