დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს ქართული ლიტერატურის, მუსიკისა და ხელოვნების ინტეგრირებით საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ
11-11-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

მათ შორის, მე-9 კლასში ქართული ლიტერატურის (მასწავლებელი - ნ. მეგენეიშვილი), მუსიკისა (მასწავლებელი - ი. აბრამიშვილი) და ხელოვნების (მასწავლებელი - ჰ. კირაკოსიანი) ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. მისი თემა „იმპრესიონიზმი“ ნიკო ლორთქიფანიძის „გული“ იყო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს გაკვეთილი მოსწავლეებს ერთი საგნის წინარე ცოდნის გამოყენებით, მეორე საგნის მასალის ათვისებაში დაეხმარათ. გაკვეთილი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობითა და სახალისო აქტივობების გამოყენებით წარიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203