8 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში ღონისძიებით აღინიშნა.
მე-12 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებლის - ჰაიკანუშ იორდანიანის ინიციატივით, მოამზადეს პრეზენტაცია.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პრეზენტაციის მიზანი იყო პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი დეტალების წარმოჩენა.
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი დეტალები, აღნიშნეს მისი ღვაწლი ერის წინაშე და მის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს.
8 ნოემბერს, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები: