ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აფასებენ პედაგოგების შრომასა და ღვაწლს და მადლიერებას გამოხატავენ იმ დიდი საქმისთვის, რასაც - განათლებული თაობების აღზრდა ჰქვია.
ცხადია, სკოლაში აღნიშვნის გარეშე არ ჩაუვლია მასწავლებლის ეროვნულ დღეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით მონაწილეობდნენ.
ბავშვებმა პედაგოგებს მრავალფეროვანი სანახაობა შესთავაზეს, შთამბეჭდავი ნომრები შეასრულეს და ღონიძიებით კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა.
დღე ემოციებით სავსე, დასამახსოვრებელი და ძალიან სახალისო გამოვიდა.
იხილეთ ფოტოები: