ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები სასწავლო პროცესს სხვადასხვა საინტერესო და მოსწავლეთა მამოტივირებელი ღონისძიებით ამრავალფეროვნებენ.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები სასკოლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში აქტივობა „წერილი სიტყვის კაცს“ განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მე-2 კლასელმა წერილი დაწერა. მან ფურცლებზე თავისი სათქმელი გადმოსცა, შემდეგ კი, წერილი კონვერტში მოათავსა.
იხილეთ ვიდეო: