ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებასა წარმოჩენაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით კი, არაერთ საინტერესო აქტივობასა თუ პროექტს ახორციელებენ. ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება - „წერილი პერსონაჟს“ შეასრულეს. მათ წერილები მათთვის სასურველ და საყვარელ პერსონაჟებს მისწერეს.
აღსანიშნავია, რომ წერილები დიდი გულისყურითა და პასუხისმგებლობით იყო შესრულებული. ბოლოს, მოსწავლეებმა ისინი კონვერტში განათავსეს და შემდეგ, გაკვეთილზე წაიკითხეს.
იხილეთ ვიდეო და ფოტო: