ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ.
ისინი სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება - „ეპიზოდის დახატვა“ შეასრულეს. მათ კონკრეტული ეპიზოდი ნაწარმოების - „ყველაზე კარგი პაპას“ მიხედვით უნდა შეესრულებინათ.
მოსწავლეებმა დავალებას თავი დიდი წარმატებით გაართვეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: