ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად ასრულებენ.
ამჯერად, მათ მორიგი დავალების - „წერილი მეგობარს“ ფარგლებში, საკუთარი ემოციები და გრძნობები ფურცელზე გადაიტანეს. მათ საყვარელ მეგობრებს წერილი დაუწერეს და ამით გაახარეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა, რაზეც მათი ჩართულობაც მეტყველებდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. კომპლექსური დავალებებით სწავლება კი აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს.