ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
პედაგოგები მოსწავლეებს შემეცნებითთან ერთად სახალისო აქტივობებს სთავაზობენ და გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
ახლახან, მე-2 კლასელებმა სასწავლო პროგრამით „ლომი და თაგვი“ გაიარეს. მოთხრობის უკეთ გასააზრებლად კი არაერთი აქტივობა შეასრულეს, მათ შორის მინი სპექტაკლი გაითამაშეს. პატარებმა მოთხრობის გმირების როლები მოირგეს და დრო მეტად სახალისოდ გაატარეს.
აქტივობა მე-2 კლასელებისთვის როგორც სასწავლო-შემეცნებითი ასევე თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: