8 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიებით აღინიშნა.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს და ერის მამის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ვრცლად ისაუბრეს. მე-8 კლასელებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეძლეს მსმენელზე შთაბეჭდილების მოხდენა. ასევე, გაიხსენეს ილია ჭავჭავაძის გამონათქვამები და ამონარიდები.
ბავშვებმა ილიას შემოქმედებას ხოტბა შეასხეს, აღნიშნეს მისი როლი ქართული ეროვნული და სამოქალაქო ცნობიერების ფორმირებაში.
ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა წარმოეჩინათ თავიანთი შესაძლებლობები. მათ სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
„მადლობა მე-8 კლასის მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: