ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა დიდი მონდომებითა და ინტერესით დაიწყეს.
მათ „ანბანეთის“ ჯადოსნურ სამყაროში პედაგოგის ხელმძღვანელობით შეაბიჯეს. მასწავლებელმა პატარებს საინტერესო თემატური აქტივობები შესთავაზა და დღე გაულამაზა.
პირველკლასელებმა კი წინასაანბანო პერიოდში დაგროვლი ცოდნა გამოავლინეს, პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ და გამოწერეს.
„წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი, ბავშვებო“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: