ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას არაერთ საინტერესო მეთოდს მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ.
მათ შორის აღსანიშნავია, მოსწავლეთა საყვარელი სასწავლო მეთოდი „სწავლა თამაშით“. სწორედ თამაშით სწავლებას მიმართა პედაგოგმა II კლასის მოსწავლეებთან.
მოსწავლეებმა თემა - ტრანსპორტი (ტრანსპორტის სახეები) შეისწავლეს.
მოსწავლეებისთვის გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობა მეტად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. ბავშვებმა ტრანსპორტის სახეები თამაშ-თამაშით შეისწავლეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: