ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესება დირექციისა და პედაგოგების ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
სწორედ ამიტომ, აღნიშნული მიმართულებით, სკოლაში არაერთი თემატური აქტივობა ეწყობა.
ახლახან კი, სპორტის კვირეული გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები შემართებითა და ხალისით ჩაერთნენ. ისინი ერთმანეთს შეეჯიბრნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
აქტივობები თითოეული მათგანისთვის დასამახსოვრებელი იყო.
იხილეთ ფოტოები: