ლია კოვზირიძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლისთვისაც პრიორიტეტულია მოსწავლეებს შეუქმნას გარემო, სადაც თითოეულ მათგანს აზრის გამოხატვის თავისუფლება ექნება და შეძლებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას - სწორედ ამ მიდგომებით, ის მოსწავლეებისთვის საყვარელი პედაგოგია, რომელიც თავის პროფესიას ღირსეულად ემსახურება და წიგნიერი თაობების აღზრდაზე ზრუნავს.
ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ლია კოვზირიძესთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მეგობრულ დამოკიდებულებას მოსწავლეებთან, აზრის გამოხატვის თავისუფლებას. მოსწსვლეებს უნდა მოვუსმინოთ და მათ აზრს პატივი ვცეთ.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთპატივისცემა, ჯანსაღი/ეფექტური კომუნიკაცია მოსწავლეებთან.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- მონდომებულნი არიან. აქტიურად ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში. მოსწონთ კლასგარეშე აქტივობებში მონაწილეობის მიღება.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- საინტერესო გავხადო სასწავლო პროცესი. დავგეგმო ისეთი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეთა საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. შევქმნა მეგობრული, პოზიტიური, მშვიდი და სასიამოვნო სასწავლო გარემო.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- არის გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- კლასგარეშე ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.