ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები სასწავლო პროცესს მრავალფეროვანი აქტივობებით ამდიდრებენ.
მათი მიზანია, რომ მოსწავლეებმა თითოეული საგაკვეთილო საკითხი მონდომებით ისწავლონ და მოტივირებულები იყვნენ.
ამჯერად, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს „პინოქიო“ ესტუმრათ. პერსონაჟის როლი ერთ-ერთმა მოსწავლემ წარმატებით მორგო და მეგობრებს შესაბამისად გამოწყობილი გაესაუბრა. აღსანიშნავია, რომ მას ხის ბიჭუნას მთავარი დამახასიათებელი ნიშანი - გრძელი ცხვრიც დამაგრებული ჰქონდა.
აქტივობა მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისო იყო.