ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოსწავლეები სწავლობენ.
ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ. ამიტომაც, სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი თემატური აქტივობა ეწყობა.
ამჯერად, გარემოსდაცვით აქტივობებს მე-3 კლასი შეუერთდა, მოსწავლეებმა მონდომებით იმუშავეს და ბროშურები და კედლის გაზეთი შექმნეს. მისი ლოზუნგი იყო „გახდი მწვანე მომხმარებელი“.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სხვადასხვა გარემოსდაცვით თარიღს ყოველთვის თემატური აქტივობებით უერთდებიან.
იხილეთ ფოტოები: