ნუნუ ჭიოკაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლისთვისაც მთავარი მოტივაციის წყარო მოსწავლეები არიან, არ იშურებს ენერგიას, რომ მათთვის ჰარმონიული, ნდობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო შექმნას და მათ ყველაზე მთავარი - ხარისხიანი განათლება მისცეს.
იხილეთ, ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ნუნუ ჭიოკაძესთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- ესაა გარემო, სადაც მოსწავლეები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ, ღირებულად, ენდობიან სხვებს, არ ეშინიათ კითხვების დასმის და მზად არიან მიიღონ გამოწვევები.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა იყოს ჰარმონიული, მასწავლებელი იყოს მოსწავლის მეგობარი, თუმცა ეს მეგობრობა ფამილარობაში არ უნდა გადაიზარდოს. თუ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ზღვარი დაიკარდა, იქ პატივისცემაც იკარგება.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- პირველ რიგში არიანი კარგად აღზრდილები და სკოლის დამთავრების შემდეგ აღწევენ წარმატებებს.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ერთგუნდად შეკრულ, მეგობრულ, ერთი მიზნისთვის მებრძოლ საზოგადობას, რომლის თითოეული წევრი ზედმიწევნით არულებს თავის მოვალეობას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ჩემი მოსწავლეები.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ასაკის მიხედვით განსხვავებულს, თუმცა გამოვყოფ ნ. დუმბაძის ნაწარმოებებს
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- საახალწლო ღონისძიება.