ცოფის საჯარო სკოლაში სასწავლო-შემეცნებითი პროექტი „ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია“ განხორციელდა
14-06-2018
ცოფის საჯარო სკოლაში სასწავლო-შემეცნებითი პროექტი „ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია“ ჩატარდა. პროექტი ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლის ფატი მუშკუდიანის ხელმძღვანელობით გაიმართა.
აქტივობის მიზანი არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის ქართველი პოეტების, კერძოდ კი გალაკტიონ ტაბიძის გაცნობა იყო.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს პოეტის შესახებ ინფორმაცია, დაამზადეს კედლის გაზეთები და პრეზენტაცია.