მგზავრის წერილების გაცხოცხლებული პერსონაჟები და დიდი ილიას შეგონებანი - მწერლის შემოქმედებას ყვარლის N2 საჯარო სკოლამ შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნა
11-11-2024

8 ნოემბერს ილიას ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი შესრულდა და საქართველოს მასშტაბით სკოლებში კვირეული ტარდება.

ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს ღონისძიება მიუძღვნა ყვარლის N2 საჯარო სკოლამაც, რომელიც ილია ჭავჭავაძის მუზეუმის დარბაზში  VII „ა“ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს IV „ბ“ კლასის მოსწავლეებმა  - დემეტრე დენტოშვილმა და პეტრე გუბელაძემ; ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ილია ჭავჭავაძის შემოქმედება, მისი დამსახურება  ქართველი ერის წინაშე, თანატოლებს წაუკითხეს ნაწყვეტები ილიას პროზიდან, პოეზიიდან და არც დიდი მწერლის ბრძნული გამონათქვამები დავიწყებიათ. 

აღსანიშნავია, რომ ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილიას  ჭავჭავაძის ავტობიოგრაფიული ნაწარმოების - „მგზავრის წერილების“ პერსონაჟები გააცოცხლეს, მინი-სპექტაკლი გაითამაშეს და ასე მიაგეს პატივი დიდ ილიას ხსოვნას.

ყვარლის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენლობა მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ შორენა სეფაშვილს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203