„მახარებს ბავშვებთან შეხვედრა, ჩემი ცოდნისა და გამოცდილების მათთვის გაზიარება“ -  მფატმან მოდებაძე, ითხვისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი
11-11-2024

მფატმან მოდებაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლისთვისაც დიდი ბედნიერებაა მოსწავლეებისთვის ცოდნის გაზიარება, მისი მოტივაციის წყაროც სწორედ მოწაფეებია, ახარებს მათთან შეხვედრა და ის საქმე რასაც მთელი გულით ემსახურება, დიადი მიზნებით დგას განათლების სადარაჯოზე და ზრუნავს, ქვეყანას წიგნიერი ახალგაზრდები აღუზარდოს. 

 იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ფატმან მოდებაძესთან:            

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- თბილ, მეგობრულ და მშვიდ გარემოს, რაც ხელს უწყობს მოსწავლის მაღალ აკადემიურ მოსწრებას.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ურთიერთპატივისცემა, კომუნიკაცია, სანდოობა. მასწავლებელს უნდა აინტერესებდეს, რომ ისწავლოს მისმა მოსწავლემ,  ზრუნავდეს მასზე, თავი უნდა აარიდოს სპონტანურ და აფექტურ რეაგირებებს.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- არიან ზრდილობიანები, სწავლაზე მოტივირებულნი.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- წარმატებებს, ურთიერთთანამშრომლობას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- მახარებს ბავშვებთან შეხვედრა, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მივაწოდო ჩემს მოსწავლეებს.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- გრიგოლ აბაშიძის „ლაშარელა“,  ნოდარ დუმბაძის „ნუ გეშინია დედა“ და „ თეთრი ბაირაღები“. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- საახალწლო და სარვამარტო ღონისძიებები. შეჯიბრი სხვა სკოლის მოსწავლეებთან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203