ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ვაჭევის საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ არა მხოლოდ საგნობრივ განათლებას, არამედ გარკვეულ საკითხებს სიღრმისეულად სწავლობენ და ეცნობიან დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეების შემოქმედებას.
ახლახან, ვაჭევის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის 187-ე იუბილეს ღონისძიება მიეძღვნა. მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს, კიდევ ერთხელ გაიხსენეს დიდი მწერლის შემოქმედება, სასკოლო საზოგადოების წარმოამდგენლებს გაუზიარეს ნაწყვეტები მისი შემოქმედებიდან და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ „ილია უკვდავია“, რადგან „მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად“.
იხილეთ ფოტოები: