ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში ქართველი საზოგადო მოღვაწეების ღვაწლს მეტად აფასებენ.
ამჯერად, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა.
ქართულის მასწავლებელმა - ლიანა დევიძემ მე-4, მე-5, მე-6 კლასებში ღონისძიება ჩაატარა, სადაც მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია და შემოქმედება გაიხსენეს. მათ დიდი ქართველის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ქართულის მასწავლებელმა - ნატალია ტაველიშვილმა მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ვიქტორინა მოაწყო. მოსწავლეებმა შეკითხვებს მონდომებითა და დიდი წარმატებით უპასუხეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ორივე ღონისძიება საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
იხილეთ ფოტოები: