„აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი ჩვენია!” -  ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს კვირეულით აღნიშნავენ
11-11-2024

8 ნოემბერი, ქართველთათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის, ერის მამის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი განსაკუთრებულად აღინიშნა ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს. 

„ქართველთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე, ჩვენ, მეორესკოლელებს განსაკუთრებულად გვამაღლებს, ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლა ღირსეულად შეხვდა ამ დიდი მამულიშვილის დაბადებიდან 187-ე წლისთავს“, - სიამაყით გვეუბნებიან სკოლაში. 

პირველი გაკვეთილის ზარის დარეკვამდე მოსწავლეები საკლასო ოთახებში დიდი პოეტის უკვდავი ლექსის - „ჩემო კარგო ქვეყანავ“ სტრიქონებით აჟღერებულმა მელოდიამ შეაცილა, რასაც მოჰყვა მეხუთე კლასებში პოეზიის კონკურსები, მეცხრეკლასელების მიერ სათაყვანებელი მამულიშვილის ცხოვრების ქრონიკის განხილვა, პუბლიცისტურ წერილებზე შესრულებული პრეზენტაციების წარდგენა, მეთერთმეტეკლასელთა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია სახელწოდებით - „მამა უწოდეს, ერის მამა, ფიქრი და სუნთქვა. ხალხის დიდ ქომაგს, საქართველოს აზრის გოლიათს“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეტად გულისამაჩუყებლად იშლებოდა მაყურებლის წინაშე ილია მართლის სიმბოლოდ ქცეული მატიანე, ეს ყველაფერი დიდებულად დააგვირგვინა რუსული სექტორის მე-7-მე-9 კლასელების მომზადებულმა ბუკლეტებმა

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართული კვირეული გრძელდება და როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „ილია ჩვენ გვერდითაა და კვლავ გვაიმედებს თავისი დაუვიწყარი ხმით: „აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი ჩვენია!”

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203