ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლაში, 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადების 187-ე წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა პოეზიის დღე: „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!".
სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - ელიკო ჭილაიამ და აზა ნადარაიამ მოკლედ გააცნეს მოსწავლეებს დიდი ქართველი მამულიშვილის ილია ჭავჭავაძის ცხოვრების, მოღვაწეობისა და შემოქმედების წლები. გააცნეს პუბლიცისტიკაში ასახული ევროპული იდეები და ხედვები. შემდეგ კი მოსწავლეებმა წარმოადგინეს ილიას შემოქმედების მიხედვით შექმნილი ნახატები, კედლის გაზეთი; წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები.
იხილეთ ფოტოები: