თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
8 ნოემბერს, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ლიანა ქსოვრელთან ერთად ესტუმრნენ „IT აკადემია STEP-ს“, რომელიც არის საერთაშორისო ტრანსფორმაციის განათლების ცენტრი საქართველოში, აკადემია მომხმარებელს სთავაზობს პრაქტიკაზე დაფუძნებულ პროფესიულ განათლებას ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში.
მოსწავლეები დაესწრნენ და მოისმინეს ლექცია 3D მოდელირებასა და რობოტიკის ინჟინერიის შესახებ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შემეცნებით-საგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიება წარიმართა სასიამოვნო გარემოში.
მოსწავლეებმა მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები, გადაიღეს ფოტო-ვიდეო, კმაყოფილი და შთაბეჭდილებებით აღსავსე დაბრუნდნენ შინ.
იხილეთ ფოტოები: