„განსაკუთრებით ვამაყობ, როცა ჩემს მოსწავლეებში სწორ ღირებულებებს ვხედავ“ -   ღრმაღელის საჯარო  სკოლის დირექტორი ნატო მჟავია
11-11-2024

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო  სკოლაში დირექტორი ნატო მჟავია პოზიტიურ, მეგობრულ, მშვიდ გარემოს ქმნის. მისთვის როგორც ლიდერისთვის, მნიშვნელოვანია რომ სკოლაში თავი ბედნიერად იგრძნონ როგორც მოსწავლეებმა, ისე მასწავლებლებმა, ამისთვის კი მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებს. ნატო მჟავია გვეუბნება რას ნიშნავს მისთვის პოზიტიური სასკოლო გარემო და  რას გულისხმობს საზოგადოების სიძლიერე.

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს... 

- მოსწავლისა და მასწავლებლის  პოზიტიურ განწყობას.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია... 

- ერთმანეთის პატივისცემა, რიდი და მეგობრული დამოკიდებულება.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- მათში ვხედავ მაღალ ადამიანურ ღირებულებებს.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ერთმანეთის მიმართ პოზიტიურ, კოლეგიალურ განწყობას. მშვიდ გარემოს, მაღალ პროფესიონალიზმს.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- მოსწავლეს შეუქმნა გარემო, სადაც  თავს ბედნიერად იგრძნობს.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ვაჟა ფშაველას „ კლდემ მხოლოდ ერთხელ სთქვა“ 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- მხატვრული კითხვის საღამოები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203